პრესრელიზი
7 ივლისი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
სოფიო ბალავაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
"საქართველოს ბანკი"
+995 32 444 248
+995 77 720 144
sbalavadze@bog.ge
„საქართველოს ბანკი" ფულადი გზავნილების სისტემაზე "ელვა" ახალ მომსახურებას ნერგავს
[Publicity.Ge]თბილისი, 7 ივლისი, 2011 - "საქართველოს ბანკმა", საქართველოს წამყვანმა ბანკმა, დღეს განაცხადა ფულად გზავნილზე "ელვა" ახალი პირობებისა და სერვისის დანერგვის შესახებ. ამიერიდან, მომხმარებელს საშუალება ეძლევა სმს-ბანკით ან სერვისცენტრიდან გააგზავნოს გზავნილი "ელვა", რომელსაც მიმღები გაანაღდებს "საქართველოს ბანკის ნებისმიერ ბანკომატში ან სერვისცენტრში. ამასთან, გზვანილის მისაღებად არ არის აუცილებელი გზავნილის მიმღები ფლობდეს "საქართველოს ბანკის" პლასტიკურ ბარათს. "ელვას" გზავნილების გაგზავნა და განაღდება ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში, ხოლო ფულადი გზავნილის და განაღდების მაქსიმალური ლიმიტი 1,500 ლარია. გზავნილის განაღდება უფასოა.
სმს-ბანკით ან სერვისცენტრიდან გზავნილის "ელვა" გაგზავნისას, გამგზავნი მიმღებს აწოდებს სმს-ით მიღებულ გზავნილის კოდს და ინფორმაციას თანხის შესახებ. გზავნილის მიმღები კი "საქართველოს ბანკის" ნებისმიერ ბანკომატში, კოდის და თანხის მითითებით მარტივად, პლასტიკური ბარათის გარეშე შეძლებს თანხის განაღდებას. მომხმარებელმა ბანკომატში უბრალოდ უნდა აირჩიოს "ელვა გზავნილის უბარათო განაღდება" და მიჰყვეს მარტივ ისნტრუქციას.
სმს-ბანკით ფულადი გზავნილის "ელვა" გაგზავნა ასევე ძალიან მარტივია. ამისათვის მომხმარებელმა მობილური ტელეფონით უნდა აკრიფოს ბრძანება: ELVA # პლასტიკური ბარათის ნომრის ბოლო ოთხი ციფრი # გზავნილის მიმღების სახელი # გზავნილის მიმღების გვარი # გზავნილის თანხა # GEL. აკრეფილი ტექსტი კი ნებისმიერი მობილური ოპერატორიდან გადააგზავნოს ნომერზე 4444.
დამატებითი ინფორმაციისთვის მომხმარებელს შეუძლია იხილოს `საქართველოს ბანკის~ ვებგვერდი: www.sb.ge ან დარეკოს სატელეფონო ცენტრში 2 444 444.